Saturday, March 12, 2016

მეცხრე დღე

დავამთავრეთ  ტრენინგი  ინტელის  კურსით   პროექტებით  სწავლებასთან  დაკავშირებით.გავაკეთეთ  ჩვენი  პროექტების  პრეზენტაციები,გავიზიარეთ   შენიშვნები.ტრენინგის  ყოველი  დღე  დატვირთული  იყო,ვისწავლეთ  ღრუბლებში  მუშაობა.
      მადლობა  ხათუნა  ციხელაშვილს  საინტერესო  ტრენინგისათვის.ძალიან  კონტაქტური,საყვარელი  ადამიანია.

leila


Sunday, March 6, 2016

მერვე დღე

ვისწავლეთ  მოსწავლეთა  საჭიროებები,ვისაუბრეთ  მაღალ  სააზროვნო  უნარებზე,მოსწავლეთა  ინდივიდუალურ  მიდგომებზე,დიფერენცირებულ  სწავლებაზე.
     დავწერეთ   დავალებები  სუსტი   და   მაღალი  აკადემიური  მოსწრების   მოსწავლეებისათვის,პროექტის  გეგმის  შაბლონი   შევავსეთ  ბოლომდე,განახლებული  გეგმა  ავტვირთეთ  ღრუბლებში,პორტფოლიო   მივამაგრეთ  ჩვენს  ბლოგს,ბლოგის  მისამართი  გავუგზავნეთ   ტრენერს.

Saturday, March 5, 2016

მეშვიდე დღე

დღე  ნაყოფიერი  იყო,ვისაუბრეთ პროექტის  პუბლიკაციაზე,კონკრეტულად, ბუკლეტზე.
განვიხილეთ  სახელმძღვანელოდან  ქიმიის  მასწავლებლის  ბუკლეტი,ვისაუბრეთ  ბუკლეტის  მნიშვნელობაზე  და  სამიზნე  ჯგუფზე.
      დავალებად   მივიღეთ  -ფურცელზე   მოვამზადოთ   ბუკლეტის  მონახაზი,ვისაუბრეთ  აქტივობების  მნიშვნელობაზე,ჩამოვაყალიბეთ,როგორ  უნდა  გავწეროთ  აქტივობები,პროექტის  მიზნების  გათვალისწინებით.
     დავიწყეთ   საკუთარი  აქტივობების  წერა  პროექტის  შაბლონში.
       განახლებული  პროექტის  გეგმა  ავტვირთეთ   ღრუბლებში.

მეშვიდე დღე